უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც ორბანი წერს, საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და დღეს თავიანთი ხმა გააგონეს ყველას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 201 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 52,99 პროცენტი აქვს (935 004 ხმა);
რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის ჯამში 38.29 პროცენტს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.2 % (197 619 ხმა).
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9.83 პროცენტი ( 173 510 ხმა)
ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9.2% (159 306 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ – 8.22 % (145 205 ხმა).
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.