WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა. ინფორმაციას თავადა კომპანია ავრცელებს.
საქართველოს ოპერაციების მხარდასაჭერად და ამ შემთხვევის აღსანიშნავად, Wizz Air-ის უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი იმუშავებს ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე, რის შედეგადაც, ქართველ მგზავრებს ახლა შეეძლებათ იმოგზაურონ ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში.
გარდა ამისა, დამატებითი სიმძლავრე Wizz Air-ს საშუალებას აძლევს გაზარდოს ფრენების სიხშირე ბაზიდან მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში. ამ ნაბიჯით მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა, ეს მარშრუტები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან აკავშირებს.
ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებითა და ქართულ ქსელში ახალი მარშრუტების გახსნით, Wizz Air აძლიერებს ლიდერის პოზიციას ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება ადასტურებს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ მგზავრს შესთავაზოს პოპულარული მიმართულებები და ულტრა დაბალი ტარიფები ყველაზე მდგრადი გზით და დაეხმაროს 160 000-ზე მეტ მგზავრს მისწვდნენ დანიშნულების ადგილს ყოველ დღე ივნისის განმავლობაში.
„მოხარულები ვართ, მივესალმოთ ჩვენს მესამე თვითმფრინავს ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ წელიწადზე ნაკლები გავიდა გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე საბაზისო თვითმფრინავის დამატება ვიზეიმეთ. სასიამოვნოდ ამაღელვებელია, თვალი ადევნო ბაზარზე ჩვენს გაფართოებას და მოხარული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ახალი მიმართულება არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქართველი მოგზაურებისათვის. ქუთაისში ახალი თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ დავამატეთ 170 000-ზე მეტი სამგზავრო ადგილი საქართველოდან, ხოლო შემოთავაზებული ადგილების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 800 000-მდე გაიზარდა.
მოუთმენლად ველი მსგავს შემთხვევებს მომავალში, რათა გავუზიაროთ ბედნიერება ჩვენს მგზავრებსა და საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებს“ – ამბობს ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერი.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე.”- კომენტარს აკეთებს ირაკლი ქარქაშაძე, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.
Wizz Air-ის შესახებ: Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით.
კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.