Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 🔵ეს არის სიყალბის და ფარისევლობის კლასიკური ნიმუში-პეტრე კოლხი
  • მამის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს
  • “მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ უბრალოდ სასიკვდილოდ გაგვწირავენ”-ოლენა ზელენსკა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Demo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • სამხედრო
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
მთავარი»გამორჩეული»ჩემთან მოვიდა ღმერთი! -თეონა ტიბუა

ჩემთან მოვიდა ღმერთი! -თეონა ტიბუა

18:30- 17/11/202312 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn
ჩემთან მოვიდა ღმერთი!
სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ ნამდვილ ამბავს, რაც წლების წინ გადამხდა თავს.
10 წლის წინ მომიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ქალაქ ვენიდან ინსბრუკში გადმოვედი, ვიშოვე ბინა, დავათვალიერე, მომეწონა და ავიღე. პირდაპირ, იმ დღესვე შევედი საცხოვრებლად, შუა ზამთარში, გათბობაგამორთულ ბინაში… თან ყველა საჭირო ნივთის გარეშე… ანუ არ მქონდა თან არც საბანი, არც თეთრეული, არც ქვაბი.
სინამდვილეში, ნივთები მქონდა, უბრალოდ, რადგან მანქანიანი ვერავინ ვიპოვე, იმ დღესვე ვერ მოვახერხე გადმოტანა…
გათბობა ორშაბათს უნდა ჩაერთოთ, მე კი კვირა დღეს მომიწია შესვლა.
მოკლედ, რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ახალ, ცარიელ ბინაში მხოლოდ ტახტი, ქურთუკი და თბილი ჯემპრი მქონდა.
ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ბინა მექნებოდა. ჯემპრი ფეხებზე შემოვიხვიე და ქურთუკი საბნად მოვიფარე, თან დედას დავურეკე. ჩემს ახალ სამსახურზე ვსაუბრობდით, რომელიც მომავალ კვირას უნდა დამეწყო. ცივი იყო ზამთარი, ბინაც, ოთახიც… რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევდი დედასთან. უეცრად, ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. შემეშინდა, რადგან ჩემი ახალი მისამართი არავინ იცოდა. თან ევროპაში, ღამის 22:00 საათზე, იშვიათად რომ ვინმე გაუფრთხილებლად მოგადგეს. ფეხებზე შემოხვეული ჯემპრი მოვიშორე, ავდექი და გავბედე, კარი გავაღე. ჩემს წინ ავსტრიელი, ჩემთვის სრულიად უცნობი ქალი და მამაკაცი იდგნენ.
მივესალმე, გაირკვა რომ ეს ქალბატონი ჩემამდე ცხოვრობდა ამ ბინაში, წასვლისას ტელევიზორი დაუტოვებია და 2 წლიანი გარანტიით ნასყიდობის ხელშეკრულების მოსატანად მოსულიყო. მე ტელევიზორი არ დამხვედრია, ამიტომ ხელშეკრულებაც არ მჭირდებოდა. ამ ქალბატონმა არ დაიჯერა და საჩვენებლად შემოვიყვანე, რომ ტელევიზორი ნამდვილად არ მედგა. ოთახი შეათვალიერა, ნახა ტახტზე დადებული შეხვეული ჯემპრი. გავარკვევო ამ ამბავს, მითხრა, გვიან შეწუხებისთვის მომიბოდიშა და წავიდნენ.
მე გავაგრძელე დედასთან საუბარი, რა თქმა უნდა, ისევ მციოდა და ჯემპრით ვითბობდი ფეხებს…
გავიდა 2 საათი და ისევ გაისმა ზარის ხმა.
კარს ვაღებ და ისევ ამ ცოლ-ქმარს ვხედავ, ოღონდ, ამჯერად, ქალს ხელში საბანი უჭირავს ლამაზი პირით. ასევე, ორი ბალიში, დიდი და პატარა, პლედი, პირსახოცები, ხალიჩა…
მამაკაცს კი ხელში რადიო უჭირავს…
ფეხებში ძალა დავკარგე და ჩავიმუხლე. ვტიროდი… მიხაროდა… მტკიოდა…
ვკითხე, რატომ შეწუხდით ამ გვიან ღამეს, თქვენ ხომ არც მიცნობთ-მეთქი?
ქალმა მიპასუხა: “მე დედა ვარ. მას მერე, რაც ამ ცივ ბინაში, ტახტზე შეხვეული ჯემპრი ვნახე, მშვიდად ვერ დავიძინებდი”.
რაც ხელში ეჭირა, შემოიტანა, თვითონ გამიშალა ტახტზე ლოგინი. ჩამეხუტა.
ტელეფონის ნომერი გამომართვა და წავიდნენ.
დიახ, იმ ღამეს ჩემთან მოვიდა ღმერთი…
როცა ყველასგან დავიწყებული, მარტო ვიჯექი ტულფესის გაყინულ ბინაში…
მას შემდეგაც ბევრჯერ მოვიდა ჩემთან ღმერთი, მაგრამ დანარჩენზე სხვა დროს მოვყვები.
და დიახ, ევროპაშიც ცხოვრობს ღმერთი!
ჩემი ნამდვილი ამბავი.❤️
თეონა ტიბუა.  ავსტრია, 16.11.23

შეიძლება დაგაინტერესოთ

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22:32- 10/12/2023

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19:31- 09/12/2023

🔵ეს არის სიყალბის და ფარისევლობის კლასიკური ნიმუში-პეტრე კოლხი

15:51- 09/12/2023
Demo
TOP სიახლეები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

11:27- 22/09/202384 ნახვა

🔵”მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს…”

21:08- 06/12/202376 ნახვა

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

08:34- 25/11/202372 ნახვა

ბუნება ატრაქციონი არ არის -გიორგი ცინცაძე

09:23- 30/10/202368 ნახვა

როგორ უნდა გაბედოს ვინმემ, 40 წლით დაიკანონოს სხვისი ადგილ-სამყოფელი?

16:01- 24/09/202365 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 337 334

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

🔵”მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს…”

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჟურნალისტური გამოძიება

“დაუწერელი კანონია, რომ დაღმასვლის გზაზე დამდგარი რეჟიმები ძალადობაზე გადადიან”- დავით უსუფაშვილი

“ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა”- სააკაშვილი ხელისუფლებაზე

© 2023 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.