Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია – ვაცხადებთ, რომ არ ვმონაწილეობთ მისი არჩევის უკანონო პროცესში და არ ვცნობთ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებებს-“გახარია საქართველოსთვის”

“14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია – ვაცხადებთ, რომ არ ვმონაწილეობთ მისი არჩევის უკანონო პროცესში და არ ვცნობთ დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის გადაწყვეტილებებს-“გახარია საქართველოსთვის”

15:11 - 12/12/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური – კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ბანერი პოზიცია-5

მათივე ცნობით, დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები ერთი მხრივ, ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

„პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა მიტაცებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველ ხალხს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და ქვეყანა შეიყვანა მძიმე სისტემურ კრიზისში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგების კანონიერებას და შესაბამისად, პარლამენტს და არც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უკანონოდ არჩეულ რომელიმე ორგანოს ლეგიტიმურობას.

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგანაც, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს.

შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:

დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია.

უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში,“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

7 ივლისი –იოანე ნათლისმცემლის შობა

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ლომისობის დღესასწაული

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.