Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » 26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი აკვირდება

26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი აკვირდება

08:46 - 26/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ბანერი პოზიცია-5

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე, აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს 28 ქვეყნის 55-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც 26 ოქტომბერს დააკვირდებიან კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და გაგიზიარებენ ობიექტურ შეფასებებს კენჭისყრისა და არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების ჭრილში. მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია პროცესის პროფესიული და ობიექტური შეფასებისთვის და მათი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშიც გააცნო.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. უცხოელმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ნოვაციურ საქმიანობებთან დაკავშირებით გამოხატეს.

თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

 

„მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ძალიან დეტალური პრეზენტაცია. მსურს მივულოცო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ასეთი ზრდა. ხვალ, გვაქვს მოლოდინი, რომ მთელი ეს სამუშაო გარდაიქმნება წარმატებულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში და ყველაფერი განხორციელდება კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა მონტენეგროს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლა მუგოსამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას ასევე მიესალმება ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია. როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა ერტონ სინანიმ აღნიშნა: 26 ოქტომბრის არჩევნები უნიკალურია არამხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით არჩევნებს საქართველოში, სადაც საპილოტე რეჟიმში ხდებოდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება და ახლა, ინტერესით ველოდებით საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება დადებითად მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიებს, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები დღემდე დადებით ჭრილში იქნა აღქმული საქართველოში ამომრჩევლების მიერ. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არის უნიკალური და ჩვენ გვსურს დავესწროთ მას, მივიღოთ გამოცდილება და გავეცნოთ უფრო დეტალურად თქვენს მიღწევებს ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც მოინახულეს, რომელიც 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს

15:48 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ლომისობის დღესასწაული

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.