Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • საქართველო პურის ხორბლის უძველეს კერად დასახელდა
  • 🌾 სად დაიბადა პური — ხორბლის ისტორიის ახალი კვალი საქართველოში
  • ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი – PSG-მ ბაიერნი 5:4 დაამარცხა
  • 22 ბუდისტი ბერი 110 კგ ნარკოტიკით დააკავეს – სკანდალი შრი-ლანკაში
  • სინოდის ოქმი გამოქვეყნდა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სიკვდილის დარაჯები…

სიკვდილის დარაჯები…

21:27 - 24/11/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

სიკვდილის დარაჯები…

“შენს ხელში არ მინდა მოვკვდე, შვილებს ევალებათ დამიხუჭონო თვალი…

38.3 აჩვენებს თერმომეტრი და ამ ტემპერატურაზე სულის გატევების მოლოდინშია სიცილიელი ბებო…

ნუგეში ჩემი მოგონილია, ათასხუთასი ზღაპარი გამოვიგონე, შვიდჯერ ამდენი ბრძნული შეგონება…

არაფერი ეყურება, ყირისძირში მესმის მისი სუნთქვაო…

,,ლეი”( ის , მდედრობითი) თქვა თუ ,,ლუი”(ის , მამრობითი) კარგად ვერ გავიგონე , მეზობლის მოტოს ბღუილში…

თუ ,,ლეი” ე.ი. დედის სიახლოვეს გრძნობს, თუ ,,ლუი” მეუღლის, ორივე გარდაცვლილია და შესაბამისად რა გამოდის, მათი სულია მოსული სტუმრად?!

ან სულაც სიკვდილის სუნთქვა ესმის , მაგრამ არ ვიცი ,,ლეი”-ა თუ ,,ლუი”…

თვალები თავისით დამეჭყიტა, იქნებ რამე დავლანდოო… სულების დანახვა რომ შემეძლოს , აქ ვინ მომაცდენდა…არც არავინ…

დავიხარე და შუბლზე ვაკოცე ,,მომაკვდავ” სიცილიელს… უცებ გამახსენდა ერთი მეგობრის ნათქვამი- ,,შუბლზე მიცვალებულებს კოცნიანო “…

ფუი, ეშმაკს და ჯვარი აქაურობას…

-ლელა, საყურეები მომხსენი და შეინახე, შენთვის მინდიდა მეჩუქებინა, მაგრამ შვილებისთვის არ მაქვს ნათქვამი და უკითხავად ვერ გისახსოვრებ…მომხსენი და ქრისტინა რომ მოვა , მას მიეცი… თუ თავად მოიფიქრებს და გავუქებს, კმაყოფილი დავრჩები… არ მინდა, ყურზე მეკეთოს, ღმერთის წინაშე ოქროთი არ უნდა წარსდგე…

-ჯერ არ დამდგარა თქვენი რიგი, ბელა მია!!!

– შენ რა იცი?!

– სიზმარი ვნახე ისეთი , მინიმუმ 7 წელი( 10 რომ მეთქვა, ძაან ყვიროდა ) რიგში დგომა მოგიწევთ!!!

– ანუ, 103 წლის მოვკვდები?!

– მეტსაც იცოცხლებთ, თუ სიკვდილს დაივიწყებთ და ყოველი ტემპერატურის აწევისას არ მოუხმობთ!!!

– ლელა, შენ ჟურნალისტი კი არა, ფსიქოლოგი უნდა იყო…

– ვარ კიდეც…

– და ვერო!!!( მართლაც)

– ბელა მია, იცი, რატომ აგიწია ტემპერატურამ?!

– რატომ?!

– იცი, რომ შენი შვილები ქალაქგარეთ არიან წასული, ქრისტინა ზღვაზე, ჯუსტო მთაში, თავიანთ შვილ- მომავალთან ერთად. ისინი როცა შორს მიდიან , შენი შიში ასმაგდება და ნერვიულობის ნიადაგზე წნევაც გიწევს და სიცხეც… როცა ახლოს არიან, განსაკუთრებით, როცა შენს სიახლოვეს სხედან და ორივეს ერთად უყურებ, ისე ახალგაზრდავდები თვალებს ვერ ვუჯერებ…

– მართალი ხარ, სულ მინდა ჩემთან იყვნენ, ყოველწუთს მათ ვუცქერდე… მაგრამ შეუძლებელია , ჩემი შვილები მე აღარ მეკუთვნიან, თავიანთი ქმარ- შვილის და ცოლ- შვილის საკუთრებაში იმყოფებიან…
გვიან მიხვდები შენც , ჩემო ლელა, შენი შვილები რომ დაოჯახდებიან, მერე მიხვდები და გამიხსენებ …

– ბელა მია, მე უკვე ნაადრევად გამოვცადე შვილების სიშორე, ხუთი წელი არ მყავდნენ ნანახი!!! ხუთი წელი გაძლებდი ქრისტნას და ჯუსტოს უნახავად?!

და უცებ გავცვალეთ როლები, აქეთ დამიწყო დამშვიდება…

– ნუ გეშინია, მალე დაუბრუნდები შვილებს, ჯერ ახალგაზრდა ხარ, წინ გრძელი ცხოვრების გზა გაქვს, მრავალი წელი იქნები შვილებთან. დალოცვილს დაგტოვებ, იქიდანაც ვიზრუნებ შენზე, როგორც საკუთარ შვილებზე, ისე შენზე, რადგან შენ ჩემი ცხოვრების ჯილდო ხარ. ტუტტო ანდრა ბენე, ბელა მია( ყველაფერი კარგად იქნება ) !!!

– ტუტტო ანდრა ბენე!!!

ახლა, ჩაეძინა…

ჩაძინებამდე , არ დამტოვო მარტოო, მთხოვა…

სავარძელი მივაჩოჩე საწოლთან და …

აქედან ფეხს არ მოვიცვლიმეთქი…

-მილლე გრაციე პერ ტუტტოოოო( დიდი მადლობა ყველაფრისთვის)!!!

გამიღიმა, თვალები დახუჭა და ძილის ღმერთს მიენდო…

გავყევი ფიქრებს, სად არ წამიყვანა… თავი დამიმძიმდა… წამლად მობილური მოვიმარჯვე და დავიწყე ანბანის კენკვა… ემიგრანტული ყოფის ნაცრისფერი კვირადღე მძივად უნდა ავასხა და სახელად ,,სიკვდილის დარაჯები” დავარქვა…

P.S.და რამდენი ათასი ქართველი ქალია ჩემსდღეში, რამდენი ათასი ,,სიკვდილის დარაჯი”?!

P.S. ახალის დაწერის თავი არ მაქვს, მთელიღამე თეთრად გავათენე, უჰაერობისას ჟანგბადის მიწოდება შიშში აგდებს, რომ უკვე დადგა დრო და გვერდიდან არ მიშორებს…

დავიღალე სიკვდილის დარაჯობით!!!

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!! 

ნაკლების ჩვენება”
 ლელ თოლორდავა – Pontedera, ტოსკანა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

🔵”მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს…”

21:08 - 06/12/2023

ჩემთან მოვიდა ღმერთი! -თეონა ტიბუა

18:30 - 17/11/2023

ემიგრანტის იმედი

18:37 - 06/11/2023
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.