Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება – პრეზიდენტი

არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება – პრეზიდენტი

22:17 - 27/10/20245 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

მინდა, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი არჩევანი.

„ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ მომავალში ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.

„ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

„მინდა, მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ და ყველანი ძალიან მადლობელი ვართ ამ განცხადებების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირის დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ამ ქვეყანაში და როგორც დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა, მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ გვერდში ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს

15:48 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023813 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

ლომისობის დღესასწაული

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.