Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად -ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს

ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად -ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს

02:17 - 25/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად -ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს

ბანერი პოზიცია-5

ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებაზე მამუკა ხაზარაძეს.

ელისაშვილის თქმით, „ძლიერ საქართველოში“არის იმიტომ, რომ ემსახურება საქართველოს.

„ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი ოფიცერი. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე როგორც ყველა ოჯახს და მაშინ პირველი პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა დამეწყო მუშაობა მეორე კურსიდან, რათა ოჯახს შევხიდებოდი, ვალები ერთად გაგვესტუმრებინა. ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ გულის სიღრმეშიც და ტვინშიც ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც მეშლება, ბევრი რამ შემეშალა, აგერ პირველად ვეუბნები მამუკას ბოდიშს. მისთვის ბოდიში არ მომიხდია. ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. მაგრად მშხამავს ის ეთერი, იმის ნახვა არ მინდა. „ქოცებმა“, იცოცხლე, ატრიალეს და ატრიალეს. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად იმ ეთერისთვის. აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ, რადგან ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილს მიმართა მამუკა ხაზარაძემაც: „ალეკო, დიდი მადლობა და ჩემგანაც მიიღე ბოდიში. მეგობრებო, ბოდიში ყოველთვის ორმხრივია“.

გარდა ამისა, ელისაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” ერთ მუშტად შეკრული მოემსახურება ქვეყანას.

“12 წლის წინ ყველას ყელში გვქონდა ამოსული ის ძალადობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. არ გვინდოდა, იმ ჩაგვრას შევგუებოდით და მაშინ გამოჩნდა ის კაცი. გამოჩნდა და მხსნელი გვეგონა. უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?!. ას ქარხანას დავუკარი მხურვალედ ტაში, ხუთი მილიონი თითო სოფელსო და მაგასაც ვუკარი ტაში… სოლარიუმი თითო სოფელსო – მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში…

სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამჯერვე მოგვატყუა. ყველაფერი ჰქონდა, რომ შეესრულებინა, აბსოლუტური ძალაუფლება და შესაძლებლობა, ყველა სოფელში “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. რატომ არ შეასრულა, იცით? არ ვადარდებთ და იმიტომ, ადამიანებად არ მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. ესეც არ გვაკმარა, იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო. შეურაცხყოფას გვაყენებს. დაცლილია სოფლები, გული გაგისკდება, რომ შეხედო ეკალ-ბარდებად ქცეულ ეზოებს, ჩამტვრეულ შუშებს, ჩამონგრეულ სახლებს. ნახევარი საქართველო გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად. ამის ფონზე იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გვატყუებს, ყველა დავასაქმეო, 700 ქარხანა მუშაობსო, უფასო ფულიც დავარიგეო. დაარიგა, აბა რა ქნა – ხუნდაძე რომ ჰყავს, 1 ლარად მისცა ასი ათასიანი ქონება, უფასოა მისთვის, აბა რა არის.

ესეც არ გვაკმარა, გორში, დაბომბილ და აწიოკებულ ქალაქში დადგა და ჩვენი ქვეყნის მტრებს, ხალხი რომ სახლებიდან გამოგვიყარა და დაგვიხოცა, იმ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქვეყანას პერსპექტივას უსპობს და ერთადერთი გაახარა რუსები იმიტომ, რომ მათ უქიცინებს კუდს.

🔵ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი სამხედრო. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე, როგორც ყველა ოჯახს და მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა, რომ ოჯახს შევხიდებოდი, ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში – ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. აქ, “ძლიერ საქართველოში” ვდგავარ იმიტომ, რომ ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრულები”, – განაცხადა ელისაშვილმა თავის გამოსვლაში.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.