გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ჩაანაცვლა.
გაერთიანებულ სამეფოში სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერ-მანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრავერ-მანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “თავის დროზე, მეტი ექნება სათქმელი.”