Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • დღეს ლაზარეს შაბათია
  • 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
  • “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან
  • ექიმებმა ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს – ბათუმში დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ცდილობენ მარტვილის კანიონი გამოიყენონ ბალდაში დაგეგმილი პროექტის გასამართლებლად, რაც წარმოუდგენელი ავანტიურაა-დათო სიმონია

ცდილობენ მარტვილის კანიონი გამოიყენონ ბალდაში დაგეგმილი პროექტის გასამართლებლად, რაც წარმოუდგენელი ავანტიურაა-დათო სიმონია

02:34 - 19/12/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბიზნეს პლატფორმებზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მიზანი “ეკოტურიზმის” მნიშვნელობის გაყალბება და ბუნების კომერციალიზაციის გამართლებაა.

კამპანია საკმაოდ პრიმიტიულია და მისი გზავნილები გამოიყურება ასე 👇

1⃣ ცდილობენ ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის ერთმანეთში აღრევას. როგორც ვიცით, ბუნების ძეგლების გასხვისება ნებადართულია მხოლოდ ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, ეკოტურიზმი კი გულისხმობს ტურიზმის ისე განვითარებას, ლანდშაფტს ხელშეუხებლობა რომ შეუნარჩუნდეს. ამავე დროს, ბალდაში ბუნების ძეგლი გასხვისდა, თუმცა მასზე როლერის ატრაქცია – ტროსები, ბეტონის მასიური ხიდები, ქვის კედლები, ბეტონის ბილიკები დაიგეგმა, რაც სათავგადასავლო ტურიზმთან უფროა ახლოს. სწორედ ამ აცდენის შერბილებას ცდილობს სააგენტო ზემოთ ნახსენები ცნებების აღრევით.

2⃣ ცდილობენ მარტვილის კანიონი გამოიყენონ ბალდაში დაგეგმილი პროექტის გასამართლებლად, რაც წარმოუდგენელი ავანტიურაა. მარტვილში ვიზიტორები როლერის ატრაქციაზე სრიალის ნაცვლად, ნავებით ათვალიერებენ გარემოს, რაც იძლევა უდიდეს განსხვავებას როგორც იდეურად, ისე – ფუქციურად და ვიზუალურად.

3⃣ ცდილობენ, ბევრჯერ ახსენონ შესაძლო “განვითარება”, სინამდვილეში კი ადგილობრივებს სთავაზობენ მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებას. ცნობილია, რომ ამ სფეროში მოსახლეობის გამომწყვდება განუვითარებელ ან ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ. მომსახურების სფეროს კრიტიკა შესაძლებელია მის ყველა ეტაპზე – დაწყებული საბანკო სესხის აუცილებლობიდან, დასრულებული ამ სფეროში დიასახლისების უმძიმესი და აუნაზღაურებელი შრომით, თუმცა ამაზე – სხა დროს. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ არც ერთი ღირსეული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი საკუთარ ხალხს მომსახურების სფეროს არ სთავაზობს ერთადერთ ალტერნატივად.

4⃣ ცდილობენ, სააგენტოს ეფექტურ მუშაობაზე საუბრისას, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხშირად ახსენონ გერმანელი ექსპერტები. როგორც წესი, თუ სახელმწიფო ორგანოს ეფექტურობა რომელიმე კერძო ექსპერტმა ან ორგანიზაციამ იკვლია, დასკვნებზე საუბარს თან უნდა ახლდეს ამ ექსპერტებისა ან ორგანიზაციები დასახელებები ან კვლევის ლინკი. ამ შემთხვევაში, ჩვენი გერმანელი ექსპერტები მითიურ საბურველში არიან გახვეულები, რაც საკმაოდ არასერიოზულია და აჩენს კითხვებს როგორც მათ ნამდვილობასთან, ისე – კომპეტენციასთან დაკავშირებით.

5⃣ ბალდის მოსახლეობა მოხსენიებულია “გარკვეულ ჯგუფად”, ხოლო ამ სოფელში დაგეგმილი პროექტი – უალტერნატივიდ, რაც ორგზის შეურაცხმყოფელია მათთვის, ვინც მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე, კარავში დარაჯობს მოპარულ საკუთრებას.

სინამდვილეში, პროექტის ავკარგიანობა მარტივად განსაჭვრეტია. ხალხსითვის სასარგებლო საქმეები არ კეთდება ხალხისგან მალულად და ამ საქმეებზე მათ არ ელაპარაკებიან ხან პოლიციით, ხან კი დასპონსორებული კამპანიის გზავნილებით. ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ბრძოლა ჩუმ-ჩუმად, მაგრამ გრძელდება ✊🏻

✅სოციალური ქსელი – დათო სიმონია©

https://www.facebook.com/dato.simonia.9/posts/pfbid0yyeKYU8bQp21iChgPVt2CzNqcGjnBqffVdCrAWk3qwkYyvbuVV816QXm8bjz7doCl

შეიძლება დაგაინტერესოთ

დღეს ლაზარეს შაბათია

00:18 - 04/04/2026

31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

00:27 - 31/03/2026

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”- 33 წელი რეფერენდუმიდან

00:25 - 31/03/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.