Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა”-მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა”-მამუკა ხაზარაძე

18:23 - 19/09/20241 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა,  ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხებია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

ხაზარაძემ აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
„სამი დღის წინ მე პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები ერთი მიზნის გამო, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რათა საქართველო დავაყენოთ ძალიან სწრაფად ევროკავშირის გზაზე. იმავე დღეს ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღესაც გითხარით, როდესაც პენსიონერებს ვხვდებოდით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ამისთვის ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. სამი საათი თუ ოთხი იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.

არც ეს არის ტრაგედია, თუმცა, ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები და ასე შემდეგ. მე პირადად ეს შევძელი, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით. ამ კოალიციაშია არიან ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ესენი არიან კოალიციის პარტნიორები, მათ პატივს ვცემ. ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. ბევრი კონტრაქტი გამიფორმებია ჩემი ცხოვრების მანძილზე მსხვილ კორპორაციებთან, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ვნებათაღელვა მთავრდება, როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე რა შეიცვალა, რის გამოც ვერ მოხერხდა შეთანხმება, ხაზარაძემ აღნიშნა:

„შეიძლება, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს. პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის თუ იმის მიუხედავად, ვის მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს და ასე შემდეგ. ამით არ ვუყურებთ პარტნიორობას. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენ შორის, ყოფილ „ლელოს“ და გახარიას პარტიას შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით. პარიტეტი მოლაპარაკებულია გახარიას პარტიასა და „ლელოს“ პარტიას შორის. ასევე სამი ადამიანი, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში და ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით „ძლიერი საქართველო“, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული, როგორც ამ კოალიციის დიდი ჯგუფის ნაწილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს პარტიამ „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.