ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ჯონსონის თქმით, მთავარი საკითხი აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებაა.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მოვითხოვეთ საჯაროდ, კერძოდ, ყველა ფორუმზე პასუხები კრიტიკულ შეკითხვებზე. რა არის საბოლოო შედეგი და სტრატეგია უკრაინაში? როგორ გვექნება ანგარიშვალდებულება სახსრებზე? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა მეორე ავღანეთი არ გახდება. ნახეთ, რომ ბევრ ამერიკელს აქვს შეკითხვები, რატომ უნდა გაგრძელდეს ეს შესაბამისი პასუხების გარეშე? ვიდრე უკრაინაზე ვისაუბრებთ, მე ვაპირებ, პრეზიდენტს ვუთხრა ის, რასაც გეუბნებით ყველას და რაც ჩვენ ვუთხარით ამერიკელ ხალხს: საზღვარი, საზღვარი, საზღვარი.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სახლზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები, ვიდრე სხვა რამეზე ვილაპარაკებთ. ეს არის გზავნილი, რომელიც მაქვს პირველი დღიდან, და ვფიქრობ, ამერიკელ ხალხს სურს, რომ ეს გზავნილი გავაჟღეროთ. ეს ვუთხარი პრეზიდენტს, როდესაც 30 წუთის განმავლობაში ტელეფონით ვესაუბრე. მოუთმენლად ველოდები მის პირადად ნახვას, რომ ეს პირადად გადავცე“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.