ემიგრანტის იმედი…
“ემიგრანტი” – რა უბრალო ნათქვამია ვითომ და
რა ბრალი აქვს ნეტავ მის ბედს, ღმერთი შორს რომ აგზავნის?
დაბრუნების იმედი და მუჭა მიწა მიჰქონდა
სახლიდან რომ გადიოდა- სულ ეს იყო საგზალი…
მე მოკვდავი თუ კი ვჩივი, მაინც დამცდა წუხილი,
მეპატიოს გამჩენისგან – ესეც მისი ნებით არს,
რას არ იტყვი – ყველა ღამეს გახრჩობს ნატვრის წყურვილი
ვინმე შენმა გითხრას ტკბილად სიტყვა – ძილინებისა…
რომ არ არის კაციშვილი შენი სარგო სულისა,
დილაა თუ საღამოა, სულერთია – ჯავრს ელი,
სხვის ბედზე ხარ მორგებული, სალაღობო- სულ ესა,
ხორცს არ ჩივი, უკვე სულიც აღარ არის ჯანმრთელი…
ყურს სულ ესმის – ემიგრანტი სტკივებია სამშობლოს,
თურმე დღენი ძნელია და სიბრალულიც ჭარბია…
– ემიგრანტი როგორც ცხოვრობს – ღმერთმა ყველას აშოროს…
ჩუუ.. ემიგრანტის კერძი თუ არ შეგიჭამია…
არ არსებობს რამ წამალი გაფლანგული ჯანისა,
ჩასახუტი გრძნობა, სითბოც – ყინულებად აიქნა…
ვინ გაიგებს განცდილს, სიტყვა სწორად რომ ვერ ჯღაბნისა?!..
დაბრუნება – არ იქნა და არ იქნა და არ იქნა…
“ემიგრანტი” – რა უბრალო ნათქვამია ვითომ და
რა ბრალი აქვს ნეტავ მის ბედს, ღმერთი შორს რომ აგზავნის…
დაბრუნების იმედი და მუჭა მიწა მიჰქონდა
სახლიდან რომ გადიოდა- სულ ეს იყო საგზალი…
/ Keti Ateneli /