ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა აიკრძალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკომისიის განმარტებით, თუნდაც პირადი მანქანით შესვლა აკრძალულ იმპორტად ჩაითვლება. რუსებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში იმ საქონლისა და ნივთების შეტანა, რომელთა იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირში უკვე აკრძალულია. საუბარია ისეთ ნივთებზე, როგორებიცაა სმარტფონი, კომპიუტერი, ტყავი ან ბეწვეული.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ცნობით, 2022 წლის 22 ივლისის შემდეგ რუსეთიდან ექსპორტირებული რუსული წარმოშობის ოქროს სამკაულების ევროკავშირში იმპორტი აკრძალულია. აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირში მოგზაურობის მქონე პირთა პირადი სარგებლობის ოქროს სამკაულებზე, რომლებიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი.