Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • ალიევი: ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟს ცდილობს
  • AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევის შედეგები
  • საქართველო პურის ხორბლის უძველეს კერად დასახელდა
  • 🌾 სად დაიბადა პური — ხორბლის ისტორიის ახალი კვალი საქართველოში
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “ფილმივით ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. -ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს”-აკა სინჯიკაშვილი

“ფილმივით ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. -ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს”-აკა სინჯიკაშვილი

22:59 - 11/09/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn

“ფილმივით ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს.საერთოდ, ტანსაცმლის დარიგება ძალიან რთული საქმეა. ვალდებული ხარ, ყველა მომსვლელს, სახეზე ან გამომეტყველებაზე ცნობდე.პირველ დღეს, ძირითადად ქუჩაში ტანსაცმლით მოვაჭრეები, ყველანაირი უფასო სერვისით მოსარგებლეები და სეირის მოყვარულები მოდიან. მეორე დღეს, ვინც ვახსენე, მათი ნათესავები და ისევ თვითონ ისინი და გარეთ ელოდებიან ახლობლებს  მათთვის შესაბამისი ნივთებია დალაგებული.

მესამე დღეს იწყება შედარებით ისეთი ადამიანების მოსვლა, რომლებსაც მართლა სასიცოცხლოდ სჭირდებათ ყველანაირი ტანსაცმელი, ჭურჭელი და საოჯახო ნივთები და ყველაფერს ვარიგებთ, რაც გვაქვს.ეს ამბავი, ხუთშაბათს მოხდა. უკვე, როცა ძალიან დაცოტავდა ხალხი, მაგრამ გარეთ მაინც იდგა რიგი. ირაკლი არ იყო, მაგრამ მოსულები თორმეტზე მეტი არ იყვნენ და მეც ცოტა მშვიდად ვიდექი შესასვლელში.ნივთები, ჩვენთან, მხოლოდ შაბათს და კვირას მოაქვთ. არავინ არაფერს მოიტანდა და წასაღებად მოსულების იმედი მქონდა, რომ ერთმანეთში მაინც არ იჩხუბებდნენ, როგორც ყოველ დღეს და ყოველ ნახევარ საათში ხდება. ეზოს მხრიდან სწრაფი ნაბიჯით ასე 25 წლის ბიჭი წამოვიდა და ყველამ ერთად შეხედა. სახეზე მთლიანად გაფითრებული იყო, ძველი პერანგი და გახუნებული შარვალი ეცვა. ერთი წამით ხალხის შერცხვა, მაგრამ ხმის კანკალით ჩუმად მაინც თქვა – “დილას ჩემი შვილი დაიბადა ჩემო ძმაო. ბიჭია, სახელიც არ ჰქვია ჯერ. იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანო, ჩემს თავს არ დავეძებ, მეტი ვერაფერი ვერ შევძელი ჩემო ძმაო”. დიდი, მრგვალი თვალები ჰქონდა.სიმართლით და წყლით სავსე.გამეორება ვის სჭირდებოდა, ერთ წამში მოვედი აზრზე.ერთი წუთით დამელოდე შენ გენაცვალე მეთქი და მივტრიალდი შესასვლელად. იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა და პირდაპირ შესასვლელთან გააჩერა.

დიდი კაცი გადმოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისეთი მძიმე ამბავი გადაეტანა, შეკითხვა არც ღირდა. ხელით მანიშნა არ შეხვიდეო. საბარგულიდან ორი დიდი ჩანთა ამოიღო და ჩემს და ცოტა ადრე მოსულ კაცს შორის დადო. – “აქ ახალდაბადებული ბავშვის ტანსაცმელი და ნივთებია აკა” – მეუბნება და ამხელა კაცს ხმა თითქმის აღარ აქვს. – ” ორ წლამდე სანამ გაიზრდება, ყველაფერია აქ. წუხელ ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო… იმას მიეცი, ვისაც დასჭირდეს”. ვაშლისხელა ცრემლი გადაყლაპა და მეტი ვერაფერი თქვა. მეც ვერ ამოვიღე ხმა. ალბათ ფერიც არ მედო, თვალები დავხუჭე და უჩემოდ მოხდა ყველაფერი. გასასვლელში მთასავით კაცს გულში ჩაეხუტებინა ფერდაკარგული გამხდარი კაცი.

– ამ ჩანთებს უკან ჩავდებ და მე მიგიყვან ძმაო.

– ნუ შეწუხდები ძმაო.

– ჩემი ბიჭისაა, დათუნას ვარქმევდი, კაცურად გეხვეწები წაგიყვან..

– დათუნას დავარქმევ ძმაო.

– ხომ კარგად არის?- კარგად არის ძმაო, ჯანმრთელია.

– მაგის სიცოცხლეს ვენაცვალე მე.

– თუ შეძლებ, მომინათლე ძმაო.

– როცა მეტყვი ჩემო ძმაო.

– შენი სახელი…?

ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის რა გვიჭირდა. ხმაჩამწყდარები, დათუნაზე ვფიქრობდით ყველა. ორივე დათუნაზე. და ადამიანებზე …”- წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი.

https://www.facebook.com/sinjikashvily/posts/pfbid0JjXauNDF8jx948DKjE2zhVuqGSD8XvKfzgtXaxHvGcz3uZYN7ts9KpJRATszzWPEl

შეიძლება დაგაინტერესოთ

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

14:27 - 06/05/2026

ალიევი: ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟს ცდილობს

22:40 - 04/05/2026

AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევის შედეგები

10:13 - 04/05/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.