სოფელ ბალდას თავისი საგანძური აქვს: ულამაზესი კანიონი, რომელიც სიცხეში ადგილობრივების თავშესაფარი, რიტუალების მასპინძელი და მთავარი თავშესაქცევია.
ბაჩოსთვის ეს ინიციაციის ადგილია. ადგილი, რომელიც ძალას აძლევს. ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ კანიონი, რომელიც მისი და მისი ძმის ბავშვობის ფანტაზიებსა და მოგონებებს ირეკალავს, კერძო კომპანიას იჯარით აქვს გადაცემული.
სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვიღაცას მდინარეც შემოუღობავს. ადგილობრივები მდინარისთვის ბრძოლას იწყებენ. როგორც ზღაპრებშია, გველეშაპის წინააღმდეგ, რომელიც ხალხს მდინარეს ართმევს.
ავტორი: ეკა წოწორია