Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე

01:32 - 26/09/20240 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე

ბანერი პოზიცია-5

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე:

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო,

სასიამოვნოა აქ თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა მადლობა გადავუხადო სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის.

1946 წლის გაერო-ს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაჰპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატო-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32 მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის უკლებლივ ყველასთვის, და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით. გვესმის რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, მივუერთდით და მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი – სამხრეთ კავკასია – კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. მთელი გულით გვახარებს და მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით არის გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

მშვიდობა და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად, გაერო-ს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური, მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაერო-ა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის.

დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში.

ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა “მშვიდობის ფორმულის ინიციატივის” მნიშვნელობასა და მის მხარდაჭერას.

და ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ ჩვენი დაპირების შესრულებას – შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტილატერალიზმისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირება.

დიდი მადლობა!“.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

7 ივლისი –იოანე ნათლისმცემლის შობა

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ლომისობის დღესასწაული

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.