ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჯენიფერ ენისტონის მეგობარმა და სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავმა, კორტნი კოქსმა 2010 წელს LA Times-ს განუცხადა, რომ ენისტონი ყოველდღე გადასაღებ მოედანზე ჭამდა ერთსა და იგივე „ექიმის სალათას“.
იგი შედგებოდა კუბებად დაჭრილი კიტრისგან, ოხრახუშისგან, პიტნისგან, წითელი ხახვისგან, ხორცისგან, დაქუცმაცებული ყველისაგან და დაჭრილი ფისტისგან. სერიალს 10 წლის განმავლობაში იღებდნენ, ჯენიფერი კი ამ ხნის განმავლობაში იდეალურ ფორმებს ინარჩუნებდა.
გასაკვირი არ არის, რომ რეცეპტი მაშინვე გავრცელდა ვირუსულად და მთელი ამ წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებში „ენისტონის სალათის“ სახელით იცნობდნენ. TikTok-ის მომხმარებლებისთვის ეს სალათა განსაკუთრებით მომხიბვლელი აღმოჩნდა და უამრავი ადამიანი აზიარებს მის რეცეპტს – თუმცა არასწორად!
„ბოდიში, ვგრძნობ, რომ ყველას იმედი გავუცრუე, მაგრამ ეს არ არის ჩემი სალათა“, – თქვა ენისტონმა რეცეპტის არასწორად გავრცელების შემდეგ. “გემრიელად გამოიყურება, მაგრამ ეს არ არის იგივე სალათა, რასაც მე ვიღებდი Friends-ის გადაღებებზე.” უფრო მეტიც, ვარსკვლავს წარმოდგენაც არ აქვს, საიდან გაჩნდა ჯენიფერ ენისტონის სალათის რეცეპტი და დასძინა, რომ ის არასოდეს შეჭამს ამდენ ქათმის ხორცს სალათაში. ეს საზიანოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის.
მაშ, რას ჭამდა ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე?
იგივე სალათა, რომელსაც მსახიობი ყოველდღე მიირთმევდა, ძალიან განსხვავებული იყო და შედგებოდა დაჭრილი სალათის ფურცლებისგან, მოხარშული ქათმის ნაჭრებისგან, მოხარშული კვერცხის ცილისგან, შემწვარი ბეკონის ნაჭრებისგან და ზეითუნის ზეთის, ბალზამიკოსა და დიჟონის მდოგვის კლასიკური სოუსისგან.
გარდა ამისა, ენისტონმა საყვარელი სასმლის რეცეპტიც გაამხილა, რომელსაც ის ყოველდღე ყავის ნაცვლად მიირთმევს:
- ინგრედიენტები (2 პორციისთვის):
150 მლ ქოქოსის წყალი;
150 მლ ქოქოსის რძე;
2 მწიფე ატამი;
ჯანჯაფილი – 2-3 სმ სიგრძის ნაჭერი.
- მომზადება:
ყველაფერი აურიეთ ბლენდერში და მიირთვით.
და არ დაგავიწყდეთ, რომ ჯენიფერი ვარჯიშობს კვირაში 5-6-ჯერ, ასრულებს სამი სახის კარდიოვარჯიშებს, პილატესსა და იოგას.