Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 🌾 სად დაიბადა პური — ხორბლის ისტორიის ახალი კვალი საქართველოში
  • ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი – PSG-მ ბაიერნი 5:4 დაამარცხა
  • 22 ბუდისტი ბერი 110 კგ ნარკოტიკით დააკავეს – სკანდალი შრი-ლანკაში
  • სინოდის ოქმი გამოქვეყნდა
  • პატრიარქობის სამი კანდიდატი -20 ხმა მეუფე შიოს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » “კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის”-პაველ ჰერჩინსკი

“კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის”-პაველ ჰერჩინსკი

01:46 - 16/12/2023
Facebook Telegram Twitter LinkedIn

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

„გილოცავთ. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მაგრამ, პირველ ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ისევე როგორც აქ და ახლა. მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ, გილოცავ, საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის. წინ, საქართველო, წინ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

🌾 სად დაიბადა პური — ხორბლის ისტორიის ახალი კვალი საქართველოში

18:19 - 30/04/2026

ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი – PSG-მ ბაიერნი 5:4 დაამარცხა

03:00 - 29/04/2026

22 ბუდისტი ბერი 110 კგ ნარკოტიკით დააკავეს – სკანდალი შრი-ლანკაში

23:55 - 28/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.