Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა – BBC დეტალებს ასაჯაროებს
  • მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
  • მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა
  • სუს-მა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა – ბრალდებული ყალბი დოკუმენტებით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა
  • დღეს ლაზარეს შაბათია
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » მე აფხაზეთში ვცხოვრობდი, აქ კი უბრალოდ ვარსებობ! -კახა კვაშილავა

მე აფხაზეთში ვცხოვრობდი, აქ კი უბრალოდ ვარსებობ! -კახა კვაშილავა

03:07 - 03/11/2024
Facebook Telegram Twitter LinkedIn
“ომის დროს, სოხუმ-გულრიფში ალყაში აღმოჩნდა. ძალიან მალე ამოიწურა სურსათი. მოსახლეობა დროზე ადრე მიადგა ზამთრისთვის გადანახული მარაგს, რათა თავი გადაერჩინა. ამას თან დაერთო, უშუქობა. ცხელი საკვების მომზადება საოცნებო გახდა. რისი დაწვაც შესაძლებელი იყო, ყველაფრით ცეცხლს “კვებავდა” ალყაშემორტყმული ქართველი.
ჩვენი ოჯახიც, როგორც ჩვენი მეზობლები, ნათესავები, რომლებიც ალყაშემორტყმულ ზონაში ვცხოვრობდით, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. თან მამაც უმუშევარი დარჩა, დედას ხელფასი ცარიელ ქაღალდად იყო ქცეული. მამა დროგამოშვებით ჩვენი მანქანით ტაქსაობდა, მაგრამ ამას არ შემოჰქონდა საგრძნობი შემოსავალი.
მეც ვმუშაობდი, 17 წლიდან, და რაღაცას ერთობლივად ვახერხებდით არსებობას.
ბებიამ და ბაბუამ მერხეულში ნაკვეთი გამოგვიყვეს, რომლის დამუშავება დაიწყეს ჩემმა მშობლებმა. დათესეს სიმინდი, კვახი.
ომისთვის მოსავალმა მოგვისწრო. განსაკუთრებით საოცარი იყო კვახის მოსავალი. მანამდე კვახი ცხოვრებაში, ალბათ, ერთი-ორი ნაჭერი თუ მქონდა მირთმეული.
მართლაც გასაოცარი მოსავალი იყო. როცა სურსათი შემოგვაკლდა, დედამ მჭადის დაცხობა და ღომის ხარშვა დაიწყო. შეშაზე. ღომი და პომიდვრის საწებელი, რომელსაც დედა დღემდე გასაოცარს ამზადებს, გახდა ჩვენი ყოველდღიური საკვები.
მანამდე ღომს თვეში ერთხელ თუ ორჯერ ხარშავდნენ. ახლა ყოველდღე ღომი მძიმედ გვეჩვენებოდა.
მშობლებმა, რომლებიც იმ დროს, დღეს რომ მე და ჩემი და ვართ, იმაზე უმცროსები იყვნენ, კვახის მოხარშვა დაიწყეს. მე და ჩემმა დამ ცხვირი ავიბზუეთ. ხომ ვთქვი, მანამდე ცხოვრებაში ერთი-ორი ნაჭერი თუ გაგვესინჯა. ომის შემდეგ, დევნილობაში, რამდენი რამე გადაიტანეს, რამდენ რამეზე უარი თქვეს დედამ და მამა , რომ ჩვენთვის ხელი გაემართათ, გვესწავლა და ცხოვრებაში მყარად დავმდგარვიყავით.
ისე აღმოჩნდა, რომ კვახი გახდა ჩვენი საკვები. ხან აჯიკით, ხან პომიდვრის საწებლით. თან ისეთი მშრალი გამოდგა, რომ კვახს არაფერი გვერჩივნა.
თითქმის იანვრის ბოლომდე გაგვატანინა თავი.
ომის შემდეგ, წლების შემდეგ ვიღაცამ ერთი კვახი აჩუქა დედას. გაგვახსენა ომის მძიმე შემოდგომა-ზამთარი, კვახით რომ ვიკვებებოდით.
ჟურნალისტობის დროს ზუგდიდში რომ ჩავდიოდი, ადგილობრივი ბაზრიდან ხშირად ჩამომქონდა კვახი. ერთმა მოვაჭრე ბებიამ მასწავლა, როგორ ამომეცნო კარგი მშრალი კვახი.
მას შემდეგ, არ შევმცდარვარ. ყოველთვის კარგს ვყიდულობ.
დღეს სამსახურიდან რომ მოვბრუნდი, შევამჩნიე, კვახი ედოთ გასაყიდად. სადაურობა ვიკითხე. ხულოდანო, მიპასუხა გოგონამ. ბათუმში ხშირად ვყიდულობ ზემოაჭარის მოსავალს. იქ განსაკუთრეულად გემრიელი კვახი მოდის.
მივედი, გავსინჯე და შევიძინე.
უმშრალესი და უგემრიელესი გამოდგა.
იცით, უფრო რატომ ვყიდულობ? იმიტომ, რომ სოხუმს მაგონებს, იმ მძიმე დღეებს მაგონებს, რომელიც მძიმე იყო, მაგრამ ჩემს ქალაქში და სახლში იყო.
ვიღაცამ თქვა, მე აფხაზეთში ვცხოვრობდი, აქ კი მხოლოდ ვარსებობო. ასეა!
არ მაქვს მე ბოდიში მოსახდელი. ბოდიში აქეთ უნდა მომიხადონ და მოგვიხადონ. ბოდიში უნდა მოიხადონ თავმოკვეთილი ქართველებისთვის, ნაწამები ქართველებისთვის, სვანეთის მთებში გაყინული ბავშვებისთვის, დევნილობაში სახლშიდაბრუნებამონატრებით გარდაცვლილთათვის.
ქართველი და აფხაზი კი არ წაეკიდა ერთმანეთს. ან როგორ წავეკიდებოდით, როცა ერთად ვცხოვრობდით, ნათესავები ვიყავით და ვართ ერთმანეთის. ბევრი აფხაზია დევნილი და ენგურსგამოღმა საქართველოში ჩვენთან ერთად ცხოვრობს.
რუსების მიერ დაგეშილ აფხაზი სეპარატისტები ჩვენ სამშობლოს გვედავებოდნენ, სამშობლოს გვართმევდნენ, სახელმწიფოს გვილანძღავდნენ. ამიტომ რუსთან ერთად მშვიდობა არ იქნება. ვერ იქნება, უფრო ზუსტად.
მე აფხაზეთში ვცხოვრობდი, აქ კი უბრალოდ ვარსებობ!”
✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

შეიძლება დაგაინტერესოთ

აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა – BBC დეტალებს ასაჯაროებს

10:53 - 08/04/2026

მე საქართველოს გენერალი ვარ! – 6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

01:18 - 06/04/2026

მეუფე სპირიდონი: სინოდში ერთობაა – არ არსებობს ძალა, რომელიც დედაეკლესიას და საქართველოს მოერევა

22:31 - 04/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.