მირზა – 107
მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი „მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა.
მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი – 1944 – ით.
სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა.
„მე შენი თმები დამაბრუნებენ,“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს (ნინო ლედიანს!).
თითქმის ყველა წერილში თავის ახლობლებს აიმედებდა:
„არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“…
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“…
მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინას გადალახვისას, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წელს მოკლეს.
მაშინ მირზა მხოლოდ 27 წლის იყო.
ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში, ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ.
ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენს ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.
ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ.
მაშინ პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია. შემდეგ იყო მცდელობები, მაგრამ დღემდე შედეგი არ ჩანს!!!
2 მარტი მირზას დაბადების დღეა.
გვიანი არასდროს არ არის მშობლიურმა მიწამ მიიბაროს მისი ნეშტი, ისინი ხომ “ჭაბუკები დარჩნენ მარად”…
სიყვარულით თ.
სოციალური ქსელი – თამარელა წოწორია