“მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ.”-ამის შესახებ “ბალენსიასგას” კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია აცხადებს.
“მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ.”
☑ “მოდა ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური სფეროა. მთელი ჩემი კარიერა ამასთან გამკლავება მიწევდა. არ გენდობიან, თუ იტალიელი ან ფრანგი არ ხარ.”
☑ “მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი. ვიბრძოლე და საპასუხოდ ბევრი დარტყმაც მივიღე. ახლა მიღებული ვარ, თითქოს არაფერი მომხდარა.”
☑”მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები. ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი – ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს.”