საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭიროა.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ პიკს მიაღწია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი რუსეთის დარტყმების სამიზნე გახდა. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია: სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება მანამ, სანამ საჭიროა”, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.