🔵როგორ მოვასწრო ყველაფერი 24 საათში? 😲
🔵მე გაგიზიარებ 5 ნაბიჯს რომლის დახმარებითაც შეძლებ 24 საათი მართო ისე, რომ ყველაფერი “მოასწრო” და შენი დრო ილონ მასკის დროსავით ღირებული გახადო ⏰
🔵პირველი და უმთავრესი ნაბიჯია, აკონტროლო დრო 🕐
ჩამოწერე 3 დღის მანძილზე გაკეთებული საქმეები, რას აკეთებ და რამდენ დროს უთმობ თითოეულს. ეცადე იყოს დეტალური წუთებით გათვლილი. მაგალითად, იატაკის მოწმენდა 30 წთ ✍️
🔵”გაცხრილე” სია-მოიშორე “არასაჭირო” საქმეები 📥
გადახედე სიას, იქნებ არის რაღაც რისი არ გაკეთებაც შესაძლებელია? ყურადღებით გადაიკითხე დღის მანძილზე შესრულებული საქმეები. მაგალითად, თავისუფლად შეგიძლია ყოველდღიური საჭმლის მომზადება შეცვალო კვირაში ორჯერ მომზადებით. დააორგანიზო პროდუქტები და გააკეთო რამდენიმე დღის სამყოფი საკვები. 🍝
🔵დაყავი საქმე ნაწილებად 📝
მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანი
-საჭირო და არასაჭირო
-რუტინა და ის რაც გეხმარება წინსვლაში
-გამოყავით ზუსტი დრო კონკრეტული საქმისთვის
🔵დაგეგმე დავალებები 👩💻
დღის დაგეგმვასთან ერთად, მეტი პროდუქტიულობისთვის, აუცილებელია დასვენების დაგეგმვაც. მაგალითად 45 წთ მუშაობა, 15 წთ შესვენება 💆♀️
🔵გამოიყენე თითოეული წუთი ⏳
ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დედებს გამოადგებათ მცირეწლოვანი ბავშვებით, რომლებიც დიდ დროს ვერ უთმობენ ერთ კონკრეტულ საქმეს. შეგიძლიათ დრო პატარ პატარა ნაწილებად დაყოთ, მაგალითად 10-15წთ ინტერვალებით
ამ 5 ნაბიჯის შესრულების შემდეგ უკვე იცი როგორ გამოიყენო 24 საათის მთელი პოტენციალი, იცი როგორ მართო დრო შენს სასარგებლოდ 🚀
✅სოციალური ქსელი -გვერდიდან Social Media Up©