Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სააკაშვილი არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით -შალვა პაპუაშვილი

სააკაშვილი არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით -შალვა პაპუაშვილი

21:12 - 01/11/202310 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მგონი, მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბანერი პოზიცია-5

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების საჭიროება არ არსებობს. მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტების მიზანი პატიმრის მდგომარეობის შეფასება უნდა იყოს, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, ექსპრეზიდენტისგან პოლიტიკური კონსულტაციების მიღება სურთ.

„ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომელიც მას შეუძლია მიანიჭოს რომელიმე პარლამენტის წევრს. მთავარი ამოცანა ამ დროს არის მსჯავრდებულის პირობების გაცნობა საპატიმრო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის პირობები ყველამ იცის, ყოველდღე ვხედავთ და ყველას: მის ოჯახს, ექიმებს, სახალხო დამცველს, ადვოკატებს – ყველას აქვს წვდომა. ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მგონი, მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ.

მე გარკვეული პერიოდია უკვე, მასთან შესვლის ნებართვას აღარ ვანიჭებ პარლამენტის წევრებს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ვნახეთ კიდევაც განცხადებები, რისთვისაც უნდათ მათ იქ შესვლა, ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები და ეს არ არის ამოცანა ამ უფლებით სარგებლობისა, რომ პოლიტიკური პაემნები ჰქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან.

ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის დამნაშავეზე, რომელმაც დეპუტატი აცემინა სიკვდილამდე; რომელიც ადამიანის მკვლელებს ხელს აფარებდა (გირგვლიანის მკვლელობას ვგულისხმობ); ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობის პასპორტი დახია იმისთვის, რომ სხვაგან კარიერა გაეკეთებინა; ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ორგანიზებულად შემოიყვანე საქართველოში აქ არეულობის მოსაწყობად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ – ამ ადამიანზე ვსაუბრობთ. საუბარი იმაზე, რომ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს ეძახის პარტიას („ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ) და რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ლიდერად აღიქვამენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც საქართველოს პასპორტი დახია… რა პოლიტიკაში მონაწილეობას ადა კონსულტაციაზე აქვთ მათ საუბარი, ამ მორალურ მხარეს რომ შევხედოთ თუნდაც. ამიტომ ერთი, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს და მეორე – მიზანი ასეთი ვიზიტებისა არ არის პოლიტიკური კონსულტაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.