შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა.
ინფორმაციას შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი ავრცელებს.
უამინდობის გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შეჩერებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსალოდნელია შეფერხებები ელექტრომომარაგებასა და მობილურ კომუნიკაციებში.
ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა შვედეთის მეზობელ ფინეთშიც, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ილივიესკაში. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცემა.
უსაფრთხოების ზომები მიღებულია დანიაშიც, სადაც ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ძლიერი ქარისა და თოვლის გამო მოსახლეობას მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.