Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • 22 ბუდისტი ბერი 110 კგ ნარკოტიკით დააკავეს – სკანდალი შრი-ლანკაში
  • სინოდის ოქმი გამოქვეყნდა
  • პატრიარქობის სამი კანდიდატი -20 ხმა მეუფე შიოს
  • სინოდის სხდომა დღეს პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევს
  • კვირაცხოვლობა – აღდგომის განახლება. თომას კვირა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » სინოდის ოქმი გამოქვეყნდა

სინოდის ოქმი გამოქვეყნდა

23:16 - 28/04/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
მღვდელმთავრები სინოდის სხდომაზე კანდიდატების შერჩევისას

საქართველოს საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 28 აპრილის სხდომის ოქმს ავრცელებს.

სინოდის ოქმის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები დაისვა, თუმცა წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა ორივე საკითხის განხილვის შეწყვეტას.

 

სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან მიმართებით მოცემულ ვითარებაში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება.

ამასთან, სინოდის სხდომის ოქმში შეტანილია დღევანდელი კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმადაც:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიიღო 20 ხმა;

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – 7 ხმა;

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) – 0 ხმა;

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე) – 1 ხმა;

წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) – 2 ხმა.

წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:

„2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც წმინდა სინოდის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

სხდომას არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

  1. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან (საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ) დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.

აზრი გამოთქვეს:

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი (დანართი N1).

ასევე, საკითხზე იმსჯელეს:

ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე), სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი).

წმინდა სინოდის ყველა წევრის მიერ აღინიშნა ერთსულოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.

წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება.

წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან მიმართებით, მოცემულ ვითარებაში –კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება.

  1. ამის შემდგომ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) წმინდა სინოდის წევრებს წარუდგინა საპატრიარქო კანდიდატების სია და განმარტა ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შემდეგაც შედგა კენჭისყრაში მონაწილე ექვსი კანდიდატის საბოლოო სია:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);

წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

 

კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
  4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;
  5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
  6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.

ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.

 

ამგვარად, გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან:

 

  1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
  2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
  3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ შეადგინა კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ოქმი (დანართი N2).

 

  1. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) წმინდა სინოდს გააცნო ტექსტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების „1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოლოცვითი მოგზაურობის შესახებ“.

სხდომის დასასრულს მღვდელმთავრებმა საპატრიარქო კანდიდატებს მიულოცეს კანდიდატებად გამორჩევა, მადლობა შესწირეს უფალს და აღავლინეს ლოცვა”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

22 ბუდისტი ბერი 110 კგ ნარკოტიკით დააკავეს – სკანდალი შრი-ლანკაში

23:55 - 28/04/2026

პატრიარქობის სამი კანდიდატი -20 ხმა მეუფე შიოს

22:12 - 28/04/2026

სინოდის სხდომა დღეს პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევს

11:21 - 28/04/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.