Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე
  • დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი
  • თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს
  • პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია- ბიძინა ივანიშვილის პასუხი აშშ-ს საელჩოს
  • ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს

გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს

01:12 - 22/11/20242 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აპირებს, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართოს. აღნიშნულის შესახებ გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, მიმართავს თუ არა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

ბანერი პოზიცია-5

გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა გახარიას ასევე მიმართა: „რამდენად სწორად გავიგე თქვენი პოზიცია, მანდატს არ დაჭრით თუ არ გაიუქმებთ?“ – რაზეც გახარიამ განაცხადა: „კოლექტიურად არ დავწვავთ, თან ისეთებთან, ზოგიერთებთან“.

კითხვაზე, „პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ აპირებთ?“ – გახარიამ განაცხადა:

„არ ვაპირებთ, დღეს, დღევანდელ გარემოში არ ვაპირებთ. დავუშვათ, ხვალ საოცრება მოხდა და ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მეგობრებო, ვნიშნავ ახალ არჩევნებს, გპირდებით, კონსენსუსურად ავირჩიოთ ეს, ეს, ეს. ფაქტობრივად, კაპიტულაციაა. როგორ ფიქრობთ, ქართველმა ამომრჩეველმა და ხალხმა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, ეს გამარჯვება არ უნდა იზეიმოს? საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც გამოდის არა თავისი პერსონალური, პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან, არასოდეს შეიზღუდავს მანევრის სივრცეს პოლიტიკაში. კითხვის ნიშნები მიჩნდება მაშინვე, როდესაც ვხედავ, რომ პოლიტიკოსები სივრცეს ივიწროებენ, რადგან შეუძლებელია, პოლიტიკოსს არ უნდოდეს, პოლიტიკაში არ გინდოდეს მოქმედების სივრცის მაქსიმალურად გაფართოება. როგორც კი თვითონ ივიწროებ ამ სივრცეს, ვერ ვხვდები, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას? მით უმეტეს, რომ რაღაც რიტუალურ ცეკვებს ცეკვავ, რომელსაც, იცი, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, შემდეგ ცდილობ, რაღაც წნეხის ორგანიზებას. ეს ყველაფერი სასაცილოა“.

გადაცემის წამყვანმა გახარიას მიმართა, მასზე ხომ არ ხდება წნეხის ორგანიზება, რაზეც გახარიამ აღნიშნა:

„ჩემზე წნეხი ვინ უნდა მოახდინოს? ათი თუ თხუთმეტი ბოტი, ტროლი ჰყავთ, რაღაცებს აწერინებენ და შემდეგ თავიანთ მედიებში ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ. ამ ქვეყანაში დღეს არავის აქვს პოლიტიკაში რესურსი, ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. შეხედეთ, ფინანსურად ჩვენ როგორ ჩავატარეთ კამპანია. ამასთან ერთად, შეხედეთ, სხვებმა როგორ ჩაატარეს და ვერ ვხდები, როგორ უნდა მოახდინონ ჩვენზე წნეხი. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ფასეულობები და სახელმწიფოს ინტერესი. დამთავრებულია. გავიგე, რომ რთული იქნება, არ იქნება მარტივი. ვერ ვხდები, რა ინტერესით უნდა შევიზღუდო სივრცე, რადგან ვიღაც იდიოტს მოუნდა, რაღაც მოდელში, ფორმაში მოგვაქციოს? ვერასდროს მოგვაქცევს, არც არის სწორი. ხშირად მითქვამს, არ შეიძლება, ზოგჯერ მოიქცე ისე, რომ სასარგებლო იდიოტი გახდე „ოცნებისთვის“. ჩვენ ხომ არ გვამოძრავებს მიზანი, პარლამენტში შევიდეთ, გვამოძრავებს მიზანი, არჩევნებს შევუნარჩუნოთ აზრი, რომ მომავალ არჩევნებზე ადამიანები უბრალოდ მივიდნენ არჩევნებზე და როგორმე გავაცოცხლოთ ევროპული მომავალი, რომელზეც ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ „ოცნებამ“ მოკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მე სხვა მიზანი არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

10:35 - 23/06/2025

დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში თითქმის ყველა მიიღებს-ირაკლი ქადაგიშვილი

18:39 - 07/06/2025

თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ-პეტრე კოლხი მეუფე შიოს მიმართავს

21:58 - 28/05/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,011 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,570 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,177 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023816 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს”- 29 მარტი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა

მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ-ბექა ქარდავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები თვეების განმავლობაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ -დავით ბაქრაძე

ჟურნალისტური გამოძიება
© 2025 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.