რომის პაპმა, ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს, ამასთან, გამოხატა სერიოზული შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის „ტოტალური“ ბლოკადის გამო.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მე ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხზე რომის პაპმა თქვა: „ვისაც თავს დაესხნენ, მათი უფლებაა, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია“.