🔵”ყველა დუმს, ყველა ელოდება, პირველი ვინ დაიწყებს საუბარს, ყველა სხვისგან ითხოვს შველას. უმეტესობა ფარდის მიღმა იმალება და აკვირდება, რა იქნება შედეგი, განაჩენი…
🔵ასე იყო სულ, ასე იქნება მომავალშიც… დაშინებული, გაუბედურებული ხალხი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ვერ ცვლის, როგორ შეცვლის გარემოს, მენტალობას… ეს რჩეულთა ხვედრია…
🔵მონობა არ არის განაჩენი, ის არჩევანია.. ფულის, სკამის, თანამდებობის მონა, ცხადია, ხმას არ ამოიღებს. პირიქით, მის სიმხდალეს მშვიდობის სამოსით შეფუთავს…
🔵სინამდვილეში, თავად არის ყველა უსამართლობის ორგანიზატორი და რას გააპროტესტებს, რატომ მაქვს პატივი და დიდებაო?! ეს არ მოხდება…
🔵ყველაფერი რომ წარმავალია, ამას ბიბლიაც და სოლომონის ბეჭედზე ამოტვიფრული წარწერაც ადასტურებს… ,,ესეც გაივლის”…
🔵მთავარია სინდისის წინაშე იყო მართალი, უსამართლობას დაემონები თუ ქრისტეს მოძღვრებას… სულგაყიდულ ადამიანებს დაემორჩილები თუ იესოს სწავლებას…
🔵უამრავ ახალგაზრდასთან მქონდა ეს დღეები შეხვედრა, ისინი აუცილებლად შეცვლიან ამ გაუსაძლის ყოფას და დაამსხვრევენ კერპებს… ამის დრო კარს არის მომდგარი…
🔵 საღათას ძილს მიცემული ხალხი კი, სულ იყო და მათი როლიც ეს არის, არც უნდა გამოიღვიძონ… ალბათ ამას ქვია ,”ძილში გაიპარა”!…
სოციალური ქსელი – პეტრე კოლხი