Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
  • შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
  • 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
  • თბილისის საკრებულომ დღეს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი – 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
  • გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » ზღვისუბანში საქალაქო პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში საქალაქო პარკი გაიხსნა

21:40 - 20/10/20243 ნახვა
Facebook Telegram Twitter LinkedIn

ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. ღონისძიება ჯგუფმა „მიქსტურამ” გახსნა და მსმენელს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შესთავაზა.

ბანერი პოზიცია-5

 

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნა მიულოცა.

 

„იხსნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება დედაქალაქში. მინდა გავიხსენო, რა მდგომარეობა იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ აქ მოვედით – იყო ანტისანიტარია, ჭაობი და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაშენებდით ყველაზე მაგარ, ყველაზე მწვანე რეკრეაციულ სივრცეს და დღეს უკვე ეს დაპირება შესრულებულია. გილოცავთ ყველას და ვუერთდები თქვენს სიხარულს. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას. ამ პროექტების განხორციელება მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანმა მშვიდობამ. ყველამ მინდა იცოდეს, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გავაგრძელებთ ან ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას, აღორძინებას და დედაქალაქს კიდევ ბევრი ასეთი რეკრეაციული სივრცე შეემატება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, პროექტის შემსრულებლებს და პარკის გახსნის ღონისძიების მონაწილე ჯგუფს „მიქსტურას”.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

 

მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა.

 

პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა:  პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა  ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე  სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც.

 

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე.

 

სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.

პოზიცია 7

შეიძლება დაგაინტერესოთ

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

23:49 - 06/01/2026

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

16:40 - 06/01/2026

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

10:00 - 25/12/2025
Demo
TOP სიახლეები

სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის წერილი შიო მუჯირს

12:22 - 29/03/202410,016 ნახვა

🔵”ამ წერილმა გული გამიგლიჯა -პეტრე კოლხი

16:13 - 17/02/20249,940 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

23:52 - 16/02/20243,571 ნახვა

🔵ღია წერილი მეუფე შიო მუჯირს – ნათელა ქვარცხავა

15:38 - 17/02/20242,180 ნახვა

“საქართველოს ყრუთა კავშირი” აქტივისტ დეა ირემაშვილს პასუხობს

14:59 - 12/12/2023821 ნახვა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 5

რეკლამა

Facebook Twitter YouTube
Top სიახლეები

საშობაო ტრადიცია საქართველოში

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.