Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
TOP სიახლეები:
  • აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
  • სულთმოფენობა – მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს აღნიშნავს
  • სად ვიყავი და რატომ დავბრუნდი-თორნიკე ნაროზაული
  • მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ
  • 26 მაისი: თავისუფლების საუკუნოვანი სიმბოლო და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
სარეკლამო სივრცე
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
    • ინტერვიუ
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • თავდაცვა
    • კონფლიქტები
  • საზოგადოება
    • ანონსი
    • ამინდი
    • კულტურა
    • განათლება
    • მედიცინა
    • რელიგია
  • სამართალი
    • კრიმინალი
    • შემთხვევა
  • ეკონომიკა
    • ვალუტის კურსი
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • ტექნოლოგიები
    • დეკლარაცია
    • ფინანსები
  • მსოფლიო
  • სოცქსელი
  • მეტი
    • რეგიონები
    • პრესის მიმოხილვა
    • ბლოგი
    • დღის ფოტო
    • ვიდეო
    • სპორტი
    • პერსონა
    • ტაბლოიდი
    • ედიტორიალი
    • ემიგრანტები
    • ასტროლოგია
    • კულინარია / რეცეპტები
Georgian Press | ჯორჯიან პრესGeorgian Press | ჯორჯიან პრეს
Home » ყველა სიახლე » აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

13:27 - 10/06/2026
Facebook Telegram Twitter LinkedIn
საქართველოს მოქალაქე ICE-ის დაკავების ცენტრში გარდაიცვალა

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანის შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ICE-ის ინფორმაციით, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე ექიმმა მამუკა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა“, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც, ABC News-ის ინფორმაციით, კანონმდებლებს გაეგზავნათ.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგინდება.

ICE-ის განცხადებით, ართმელაძე მიმდინარე წლის თებერვალში, ნიუ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. უწყების ცნობით, ოპერაცია მიმართული იყო კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნეოდნენ.

„აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა ართმელაძე მას შემდეგ დააკავა, რაც დადგინდა, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში კანონიერად დარჩენის უფლება“, – აცხადებენ უწყებაში.

ABC News-ის ცნობით, ICE-ის დაკავების ცენტრებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა იმ ფონზე ფიქსირდება, როდესაც კანონმდებლები და მიგრანტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დაკავების პირობების გამო უწყებას სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ.

გამოცემის ინფორმაციით, მამუკა ართმელაძე 50-ე ადამიანია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის პერიოდში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

სულთმოფენობა – მართლმადიდებელი ეკლესია სულიწმიდის მოფენის დღესასწაულს აღნიშნავს

03:49 - 31/05/2026

სად ვიყავი და რატომ დავბრუნდი-თორნიკე ნაროზაული

13:48 - 29/05/2026

მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ

12:08 - 26/05/2026
Demo
TOP სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

14:05 - 10/01/2023

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

02:09 - 19/04/2023

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

09:04 - 01/06/2023

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა”- ჯოზეფ ბორელი

09:59 - 01/06/2023

ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

21:13 - 01/06/2023
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დღის ყველა სიახლე 24 საათის განმავლობაში!

ელ-ფოსტა: editor@georgianpress.ge
ტელეფონი: 593 92 24 80

რეკლამა

Facebook Twitter YouTube RSS
Top სიახლეები

“შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…”-პეტრე კოლხი

“თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ”-ლევან ხაბეიშვილი

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”-პრემიერი

ჟურნალისტური გამოძიება
© 2026 georgianpress.ge | by view.ge

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.